ქართული  |  English  |  Русский

+995599466595
check availability
ჩამოსვლის
გამგზავრების
ელ ფოსტა
ოთახები
სრულწლოვანი
ბავშვი
კომენტარი
ყვარელი

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოიცავს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობებს და ალაზნის ვაკის ნაწილს.ყვარლის რაიონის სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება მდინარე ალაზანი, ჩრდილოეთიდან - დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა ( რუსეთის ფედერაცია), აღმოსავლეთით - ლაგოდეხის რაიონი, ხოლო დასავლეთით და ჩრდილო - დასავლეთით თელავის რაიონი.


ყვარლის მუნიციპალიტეტში 1 ქალაქი და 22 სოფელია, რაიონული ცენტრი, ქ.ყვარელი მდებარეობს დურუჯისა და ბურსის შუაწელში, ზღვის დონიდან 400 მეტრზე, თბილისიდან დაცილებულია 129 კმ.


ყვარლის რაიონი საქართველოს სხვა რეგიონებს ძირითადად საავტომობილო მაგისტრალით უკავშირდება.

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოფენილია საინტერესო და უძველესი წარსულის მქონე ისტორიული ძეგლებით. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ნეკრესის მონასტერი (IV-XVII საუკუნეები), სადაც დღემდე შემორჩენილია საქართველოში ერთ-ერთი უძველესი, IV საუკუნის ქრისტიანული სალოცავი. 


არა მხოლოდ ყვარლის მუნიციპალიტეტში, არამედ მთელ საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალური სიძველის ძეგლია შუა საუკუნეების კახეთის სატახტო ქალაქის, გრემის ისტორიული ნაქალაქრის ტერიტორია, დღემდე შემორჩენილია საკულტო ნაგებობებითა და მთავარანგელოზთა ეკლესიის დიდებული ტაძრით.


ქ.ყვარელში დღემდე კარგადაა შემონახული XVI-XVII საუკუნეების ციხე-გალავანი, რომელთანაც საქართველოს ისტორიული წარსულის და ძნელბედობის მნიშვნელოვანი მოვლენებია დაკავშირებული.

 



  Local Time   02:49
Find us on the map

იხილეთ შატო ყვარელი უფრო მსხვილ რუკაზე
Local Weather Forecast
Local Currency
Facebook
 
ტურები
  • ტურის დასახელება
© 2017 Web Studio Spar.ge