ქართული  |  English  |  Русский

+995599466595
check availability
ჩამოსვლის
გამგზავრების
ელ ფოსტა
ოთახები
სრულწლოვანი
ბავშვი
კომენტარი
სერვისი

საკონფერენციო დარბაზი

 

საკონფერენციო დარბაზი სასტუმროს პირველ სართულზეა განთავსებული. დარბაზი განკუთვნილია როგორც საქმიანი შეხვედრებისათვის ასევე სახვადასხვა სახის ტრენინგებისა და სემინარების ჩასატარებლად. ღვინით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ უფასოდ დაესწრონ სემინარებს ღვინის წარმოების ისტორიის და ტექნოლოგიის შესახებ. სემინარები იმართება ყოველკვირეულად. საკონფერენციო დარბაზი აღრჭურვილია თანამედროვე აუდიო-ვიდეო ტექნიკით, ასევე მინი კინოთეატრით და ინტერნეტით.

 

 

 

 

 

 

 

 

გართობა

 

სასტუმრო ,,შატო ყვარელი" ქალაქის ცენტრში მდებარეობს,რაც საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ ქალაქის კულტურულ ცხოვრებას. სასტუმროს გვერდით მდებარეობს ასევე ყვარლის ისტორიული ციხე - გალავანი,სადაც პერიოდულად იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. აქვეა განლაგებული მუზეუმები, ეკლესიები, კინო-თეატრი. სასტუმროდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს კურორტი ილიას ტბა, სადაც არის უფასო სპორტული მოედნები, გარე ტრენაჟორები, სარბენი და საველოსიპედე ბილიკები. ასევე შეგიძლიათ იქირავოთ ნავები, წყლის ველოსიპედები, სკუტერები ...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რესტორანი

 

სასტუმრო ,,შატო ყვარლის'' პირველ სართულზე განთავსებულია რესტორანი და ღია საზაფხულო კაფე. აქ თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ როგორც ქართული ასევე ევროპული კერძების მრავალფეროვანი ასორტიმენტით. ასევე გეძლევათ შესაძლებლობა უფასოდ დააგემოვნოთ ,,კორპორაცია ქინძმარაულის'' მიერ ბრენდირებული რამდენიმე სახის ღვინო.

მშვიდი, ნათელი გარემო და მომსახურების მაღალი ხარისხი მოგცემთ საშუალებას განიტვირთოთ და იგრძნოთ თავი კომფორტულად.

 

 

 

 

 

სასტუმროს მომსახურება


-  24 საათიანი რეცეფცია

-  24 საათიანი დაცვა

- მებარგული

- ხანძარსაწინაღმდეგო დეტექტორები

- უფასო პარკინგი

- უფასო Wi - Fi

- პერსონალური და ჯგუფური ტურისტული მარშუტების დაგეგმვა



  Local Time   07:13
Find us on the map

იხილეთ შატო ყვარელი უფრო მსხვილ რუკაზე
Local Weather Forecast
Local Currency
Facebook
 
ტურები
  • ტურის დასახელება
© 2017 Web Studio Spar.ge